12. მე-12 ჯგუფის ელემენტები

12.1. თუთია, კადმიუმი, ვერცხლისწყალი

1. ატომის აღნაგობის თავლსაზრისით, რით განსხვავდება ვერცხლისწყალი თუთიისა და კადმიუმისაგან? რაში ვლინდება ეს განსხვავება?

2. როგორ ღებულობენ თუთიასა და კადმიუმს მრეწველობაში? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობა.

3. რა იცავს თუთიას ჰაერზე შემდგომი დაჟანგვისაგან? ამ ჯგუფის რომელი მეტალი არ იჟანგება ჰაერზე?

4. შეადარეთ თუთიის ქვეჯგუფის მეტალების ქიმიური აქტიურობა მე-12 ჯგუფის მეტალების ქიმიურ აქტიურობას. რა არის მათ შორის განსხვავების მიზეზი?

5. თუთიის რომელი მარილი გამოიყენება მისი შემცველი ანტიკოროზიული დამცავი საფრების ელექტროლიტური ხერხით მისაღებად?

6. რა განსხვავებაა თუთიის, კადმიუმის და ვერცხლისწყლის ქიმიურ თვისებებს შორის?

7. რა ეწოდება თუთიის ოქსიდს? როგორ მიიღება ის მრეწველობაში? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობები.

8. CaCl2-ის დნობის ტემპერატურა 780 °C-ია, ხოლო CdCl2-ის – 560 °C. რა არის დნობის ტემპერატურების ასეთი განსხვავების მიზეზი?

9. მეტალური ვერცხლისწყალი მინარევის სახით ყოველთვის შეიცავს თუთიას, კალას, ტყვიას. რომელ ხსნარს ვიყენებთ მათი მოცილების მიზნით და რაზეა დაფუძნებული ვერცხლისწყლის გასუფთავების ეს მეთოდი?

10. რა არის მგრგვინავი ვერცხლისწყალი და როგორ მიიღება?

11. რა მოხდება, თუკი ვერცხლისწყალ(I)-ის ნიტრატის კრისტალს მოვათავსებთ კალიუმის ციანიდის ხსნარში?

12. რომელ გარემოში ავლენს თუთია ძლიერ აღმდგენ ბუნებას და რატომ?

13. როგორი ქიმიური ბუნებით ხასიათდება თუთიის და კადმიუმის ჟანგბადშემცველი ნაერთები? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობები.

14. რა გამოყენება აქვს თუთიის ჯგუფის მეტალებს და ნაერთებს?

15. რომელი ციანიდია უფრო ძლიერი საწამლავი, HgCN თუ ნატრიუმის და კალიუმის ციანიდი? დაასაბუთეთ

16. როგორია თუთიის ქვეჯგუფის მეტალების ფიზიოლოგიური როლი ადამიანის ორგანიზმში?

 

s